'ოცნება' კობა დავითაშვილის წინააღმდეგ />


  14:57:24     18-12-2012

'ოცნება' კობა დავითაშვილის წინააღმდეგ

a22547.jpg

ჯანდაცვის კომიტეტმა ჩააგდო კობა დავითაშვილის ინიციატივა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებას ეხება და რომლის თანახმადაც, ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე კომპანიებმა იმ კომპანიის წილი უნდა გაყიდონ, რომელიც კონკურენციას შეუშლის ხელს.

კობა დავითაშვილის განმარტებით, ეს ხელს შეუწყობდა დემონოპოლიზაციას, რადგან ერთსა და იმავე კომპანიას აღარ ექნებოდა საშუალება ლობირება გაეწიათ საკუთარი ბიზნესკომპანიებისთვის. თუმცა, კანონპროექტს მხარი არც საპარლამენტო უმცირესობამ და არც უმრავლესობის ნაწილმა დაუჭირა. 

განაწყენებულმა დავითაშვილმა დეპუტატები, მათ შორის საკუთარი გუნდიდან, ირიბად სხვადასხვა ბიზნესკომპანიის ლობირებაში დაადანაშაულა, რაც შესაძლოა რეალობასთან შორს სულაც არ იყოს, რადგან ‘’საერთშორისო გაჭირვალობა - საქართველოს’’ მიერ მოპოვებული მასალებით, რომელზეც ‘’პრესა.ჯი’’ წერდა, ბიზნესკომპანიებთან კავშირში ‘’გამოჭერილი’’ 36 დეპუტატიდან 26 სწორედ ‘’ქართული ოცნებიდან’’ იყო.

კობა დავითაშვილი ბოლო დროს უმრავლესობამ ძალიან აითვალწუნა, ძნელი სათქმელია მათი ლიდერისგან მოდის თუ არა ეს აგრესია, მაგრამ ფაქტია, რომ მოთმინების საოცარი უნარით შემკულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ლიდერის ხათრით მისი ცოლის შეურაცხყოფა და გინება უსიტყვოდ მოითმინა, დავითაშვილი ერთი წინადადების გამო გუშინ ბიუროს სხდომიდან გააძევა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს პარლამენტიდან აცნობეს, დავითაშვილი დეპუტატებისგან მის მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას მოითხოვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს აუხსნა, რომ რადგან ის პარლამენტის ბიუროს წევრი არ არის, მის კანონპროექტებს დროს ვერ დაუთმობდნენ. უსუფაშვილმა დავითაშვილს თავდაპირველად განუმარტა, რომ ინიციატივის დაჩქარებული რეჟიმით განხილვის არასწორად ითხოვდა, რასაც დავითაშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, დეპუტატმა პროტესტი გამოთქვა, რომ მისი კოლეგის - გიგლა აბულაშვილის პროექტის განხილვა თუ შეიძლებოდა დაჩქარებული წესით მას რატომ არ აძლევდნენ ამის საშუალებას. აღნიშნული რეპლიკის შემდეგ უსუფაშვილმა დავითაშვილს  ბიურის სხდომის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვა.

უსუფაშვილისგან განსხვავებით, კობა დავითაშვილი მოთმინების დიდი უნარით არ გამოირჩევა. მოგეხსენებათ დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი გახლდათ, თუმცა, როგორც ამბობენ, მისი უეცარი გაოპოზიციონერება მაშინ თავდაცვის მინისტრის პოსტზე უარის თქმამ განაპირობა...

0

ავტორი: